გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გამსახურდია: ირინა სარიშვილი, რომელიც პირდაპირ ითხოვდა ზვიადის მკვლელობას, იყო კგბ „ვერბოვკა“, რომელიც გია ჭანტურიას მიუჩინეს, რომ ზვიადთან დაპირისპირებულიყო, დღეს დამდგარა და უმაგრეს, პატრიოტ ადამიანზე, სიბინძურეებს იძახის

29-08-2025

გიორგი გამსახურდია ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თეა წულუკიანის წინააღმდეგ ოპოზიციის წარმომადგენლების, მათ შორის, ირინა სარიშვილის მიერ წარმოებულ კამპანიას.


გამსახურდიას განცხადებით, სარიშვილი პირდაპირ ითხოვდა საქართველოს პირველი პრეზიდენტის მკვლელობას, რისი ვიდეოც არსებობს, ასევე, იგი კგბ-მ მიუჩინა გია ჭანტურიას ზვიად გამსახურდიასთან დასაპირისპირებლად, ახლა კი თეა წულუკიანზე საუბრობს სიბინძურეებს.


„ირინა სარიშვილი, რომელიც პირდაპირ ითხოვდა ზვიადის მკვლელობას, ამისი ვიდეოც არსებობს და იყო კგბ ვერბოვკა, რომელიც გია ჭანტურიას მიუჩინეს, რომ ზვიადთან დაპირისპირებულიყო გია, დღეს დამდგარა და უმაგრეს ადამიანზე, უვაჟკაცეს და პატრიოტ გოგოზე, სიბინძურეებს იძახის... ხალხნო, შეახსენეთ ამ ქალს ვინ არის და საქმენი მისნი...“, - წერს გიორგი გამსახურდია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930