გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების - რველის, კორტანეთის, ზანავის, ბეშეთისა და ვარდგინეთის მცხოვრებლებს შეხვდა

31-08-2025

„ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატი მამუკა გელაშვილი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების - რველის, კორტანეთის, ზანავის, ბეშეთისა და ვარდგინეთის მცხოვრებლებს შეხვდა. 


„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები გავმართე ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლების - რველის, კორტანეთის, ზანავის, ბეშეთისა და ვარდგინეთის მცხოვრებლებთან. შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზაალ გელაშვილთან, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ რეგიონის კურატორთან, სერგი მუშკუდიანთან და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბორჯომის შტაბის ხელმძღვანელთან, გიორგი ფერაძესთან ერთად, სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ვიმსჯელეთ.


ასევე, განვიხილეთ მიმდინარე, დაგეგმილი და დასრულებული პროექტები. ჩემი და ჩვენი გუნდის მიზანია, ოთხი წლის განმავლობაში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბევრი საინტერესო პროგრამა და ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელოთ.


ბორჯომის მუნიციპალიტეტს მდიდარი ტურისტული, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა გააჩნია. ტურისტული მიმართულების განვითარება და გაძლიერება ჩვენი გუნდის პრიორიტეტი იქნება. მშვიდობა საქართველოს და მეტი განვითარება ბორჯომს!“, - აღნიშნა მამუკა გელაშვილმა. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31