გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბაჩო ოდიშარია: „ჩერგომ“ რომ ბავშვების მიმართ სიძულვილის გამოხატვა მშობლების გასაჩუმებლად გამოიყენა, მაგაზე არანაკლებ საზარელი, ფსევდოაღშფოთებული ნაცების და ლიბერალების რეაქციებია

31-08-2025

„ჩერგომ რომ ბავშვების მიმართ სიძულვილის გამოხატვა მშობლების გასაჩუმებლად და სალანძღავად გამოიყენა, მაგაზე არანაკლებ საზარელი, ფსევდო აღშფოთებული ნაცების და ლიბერალების რეაქციებია“, - წერს ეროვნული კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ოდიშარია სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, „ნაცური მორალი” ყოველთვის გულისხმობდა მათთვის მოუღებელი აზრის მქონეთა ოჯახებზე მუქარით და ძალადობით დაშინებას და შანტაჟს, რასაც მათი მმართველობის დროს ფიზიკურად აღასრულებდნენ, დღეს კი - ვერბალურად. შესაბამისად, როგორც ოდიშარია აღნიშნავს, პროევროპელობა და ნაცობა ერთად არ გამოდის.


„ჩერგომ რომ ბავშვების მიმართ სიძულვილის გამოხატვა მშობლების გასაჩუმებლად და სალანძღავად გამოიყენა, მაგაზე არანაკლებ საზარელი, ფსევდო აღშფოთებული ნაცების და ლიბერალების რეაქციებია. ნაცური მორალი (გნებავთ, ამორალობა), ყოველთვის გულისხმობდა მათთვის მოუღებელი აზრის მქონეთა ოჯახებზე მუქარით და ძალადობით დაშინებას და შანტაჟს, მათი მმართველობის დროს ამას ფიზიკურად აღასრულებდნენ, დღეს ვერბალურის იქით რესურსი არ აქვთ, თორემ რასაკვირველია იგივეს იზამდნენ.


ნაცების პოლიტიკური ლიდერების მოწოდებები იყო, „სახლებში მივაკითხოთ”, “მშობლები გამოვააშკარავოთ”, „შვილები შევარცხვინოთ”, ესაა როდესაც ბავშვებთან მყოფ მათთვის არასასურველ ადამიანებს ისტერიკით უვარდებიან კაფეებში თუ სახლებთან პროევროპელად პოზიციონირებული აქტივისტები, მათთვის ეს ჩვეულებრივი ამბავია. თუ ვინმეს ეს მართლა არ მოსწონს, ვერ დადგება იმ პოლიტიკური ერთეულის მთავრობაში მობრუნების ასპარეზზე, ვინც მშობლებს შვილებს უკლავდა, შვილებს მშობლებს; ვინც აქციებზე მოწოდებებით გამოდის, რომ პოლიციელების შვილები სკოლებში შეარცხვინონ და ოპონენტების შვილებს და მეუღლეებს აგინებენ სოცქსელებში. პროევროპელობა და ნაცობა ერთად არ გამოდის”, - წერს ბაჩო ოდიშარია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031