გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოგლა ჟვანია თბილისში მიმდინარე ეგრეთ წოდებულ „მარშზე“: ეს აქცია მცირერიცხოვანია, ბევრად მეტი ადამიანი უნდა მონაწილეობდეს

31-08-2025

„ჩვენზე, ქართულ საზოგადოებაზეა დამოკიდებული, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ ხვალ. ეს აქცია მცირერიცხოვანია, ბევრად მეტი ადამიანი უნდა მონაწილეობდეს ასეთ აქციებში“, - ამის შესახებ ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამ განაცხადა, რომელიც მარშში სახელწოდებით „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ევროპელი“ მონაწილეობს და მარშის მონაწილეებთან ერთად, ევროკავშირის წარმომადგენლობისკენ მიემართება.


ჟვანიას თქმით, მას ამ აქციაში მონაწილეობა დაკავებულმა ზვიად ცეცხლაძემ სთხოვა.


„ამ აქციაში მონაწილეობა მთხოვა ზვიად ცეცხლაძემ, სინდისის პატიმარმა და ასეთი 60-ზე მეტი ადამიანი იტანჯება დღეს საპატიმროში. ესენი ჩვენი შვილები არიან და ყველა ქართველმა უნდა გააცნობიეროს“, - განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930