გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბოლნისის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ზამურ ჭითანავა ახალგაზრდებს შეხვდა

31-08-2025

„ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ზამურ ჭითანავა, ახალგაზრდებს შეხვდა.


შეხვედრისას ადგილობრივმა ახალგაზრდებმა საკუთარი ინიციატივები და მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა წარმოადგინეს.


როგორც ზამურ ჭითანავამ აღნიშნა, ახალგაზრდებთან დიალოგი ყოველთვის მნიშვნელოვანია.


„მოხარული ვარ, რომ მოვისმინე ახალგაზრდებისგან საინტერესო იდეები და წინადადებები. შეხვედრისას მათ გავუზიარე ჩვენი სამომავლო გეგმებიც და დარწმუნებული ვარ, ერთად ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ“, – განაცხადა ჭითანავამ.


მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა ახალგაზრდებს აქტიურობისთვის, ნდობისთვის და გაზიარებული იდეებისთვის.


მისი თქმით, ახალგაზრდებთან ერთად მუშაობა ხელს შეუწყობს ახალი შესაძლებლობების და უკეთესი მომავლის შექმნას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930