გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნება“ დღეს თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის პრეზენტაციას გამართავს

1-09-2025

დღეს, 20:00 საათზე, „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში გაიმართება თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის პრეზენტაცია. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. 

„მედიას პარტიის პრესსამსახურის მიერ მიეწოდება პირდაპირი ეთერის საერთო სიგნალი.

ღონისძიებაზე მედია დაიშვება სპეციალური საშვებით, რომელიც გაიცემა ადგილზე შესაბამისი პრესბარათის წარმოდგენის შემდეგ.

მედიისთვის გამოყოფილი იქნება კონკრეტული ადგილი და ღონისძიების დროს შეზღუდული იქნება გადაადგილება.

ღონისძიების დასრულების შემდეგ სპეციალურად პრესისთვის მოწყობილ კუთხეში გაკეთდება კომენტარები“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930