გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„საქართველოს ფოსტის" გენერალურ დირექტორად გიორგი ერაძე დაინიშნა

1-09-2025

შპს „საქართველოს ფოსტას" ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ამ პოსტზე გიორგი ერაძე დაინიშნა, რომელსაც საფოსტო და სატრანსპორტო - საექსპედიტორო მომსახურების სფეროში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს.


გიორგი ერაძეს აქვს აკადემიურ ხარისხი საერთაშორისო სამართალში, ფლობს საერთაშორისო სერტიფიკატებს სატვირთო გადაზიდვებში უსაფრთხოების მართვის სისტემის, საინფორმაციო და საავიაციო უსაფრთხოების და სტუმარმასპინძლობისა და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით.


გიორგი ერაძემ კომპანია „საქართველოს ფოსტის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ლევან ჩიკვაიძე შეცვალა.


სააქციო საზოგადოება „საქართველოს ფოსტა" არის 100 პროცენტით სახელმწიფო წილობრივი კომპანია. ის არის ქვეყნის უმსხვილესი საფოსტო ორგანიზაცია, რომელსაც სერვისცენტრების ყველაზე დიდი ქსელი აქვს. საქართველოს მასშტაბით კომპანიის 80 სერვისცენტრი ფუნქციონირებს. "საქართველოს ფოსტა" ქვეყნის ლიდერი საფოსტო ოპერატორია, რომელიც მომხმარებელს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით უზრუნველყოფს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930