გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„არმია“ ქვიშის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა

2-09-2025

თავდაცვის სამინისტროს გუნდი „არმია“ ქვიშის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონია.


ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 


ჩემპიონატის ფინალში, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა, „არმია“ „ბათუმს“ დაუპირისპირდა და დიდი უპირატესობით 9:2 დაამარცხა. ჩემპიონატის გამარჯვებულ გუნდს საჩემპიონო თასი და მედლები საზეიმო ვითარებაში გადაეცა. „არმიამ” ჩემპიონის ტიტულის მოგებით, შემდეგი წლის ჩემპიონთა ლიგის „ა“ დივიზიონის საგზური მოიპოვა.


ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი „არმიას“ მეკარე კაპრალი ვახტანგ ტერუნაშვილი გახდა, ხოლო საუკეთესო გოლის ავტორი - კაპრალ-სპეციალისტი დავით კოხრეიძე.


თავდაცვის გუნდი მესამე წელია ქვიშის ფეხბურთის საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობს. 2023 წელს „არმიამ“ მესამე ადგილი აიღო, 2024 წლის ფინალში „ბათუმთან“ დამარცხდა, წელს კი, „არმიამ“ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728