გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზვიად გაბისონიამ ტოკიოში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

2-09-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში – „ხელოვნური ინტელექტის განვითარება განათლებაში: განათლების ლიდერების გაძლიერება ხელოვნური ინტელექტის ხედვითა და სტრატეგიით“.

 

საერთაშორისო კონფერენციაზე ზვიად გაბისონია მონაწილეების წინაშე სიტყვით წარდგა და უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამართლებრივი რეგულირებისა და ეთნიკური  ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გამოწვევებზე, მსოფლიო ტენდენციებზე ხელოვნური ინტელექტის სამართლებრივ ჩარჩოსთან მიმართებაში.

 

ზვიად გაბისონიამ ასევე მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე: „ხელოვნური ინტელექტის დანერგვა განათლებაში – ცალკეული ქვეყნების გამოცდილება, შესაძლებლობები და გამოწვევები.

 

საერთაშორისო კონფერენცია 10 ქვეყნის განათლების ლიდერებისა და ექსპერტთა ჩართულობით წარიმართა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930