გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მუსიკოსის მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო - მან თავისი შემოქმედებით განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა ქართულ კულტურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში

2-09-2025

საქართველოს პრეზიდენტი ქართველი მუსიკოსის მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.


მიხეილ ყაველაშვილი მუსიკოსის ოჯახს, კოლეგებსა და ქართულ საზოგადოებას სამძიმარს უცხადებს.


„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მუსიკოსის მანანა მენაბდის გარდაცვალების გამო. მანანა მენაბდემ თავისი შემოქმედებით განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა ქართულ კულტურასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მისი შემოქმედება სამუდამოდ დარჩება ჩვენი საზოგადოების მეხსიერებაში. გულწრფელ სამძიმარსა და თანაგრძნობას ვუცხადებ მუსიკოსის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს და მთელ ქართულ საზოგადოებას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31