გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სარფის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

2-09-2025

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 600 გრამზე მეტი არადეკლარირებული, სერტიფიცირებული/უნიკალური ნუმერაციის მქონე ოქროს ზოდები და საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.


აღნიშნული საქონელი სამართალდამრღვევ მოქალაქეს სხვადასხვა ხელბარგში ჰქონდა განთავსებული.


არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 131 657 ლარი შეადგინა.


საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.


შემოსავლების სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, არადეკლარირებული საქონლის გადაადგილების მონიტორინგი მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031