გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: დასახლებებში, განსაკუთრებით სოფლებში, ყველგან თვალში მოსახვედრია გაზის მილები, რაც იერსახეს ამახინჯებს, აქაც გვინდა, რომ ახალი სტანდარტი შემოვიღოთ

8-09-2025

როდესაც გაივლით დასახლებებში, განსაკუთრებით სოფლებში, ყველგან თვალში მოგხვდებათ გაზის მილები, რაც იერსახეს ამახინჯებს, აქაც გვინდა, რომ ახალი სტანდარტი შემოვიღოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.  


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ერთბაშად ყველა გაზის მილის ჩანაცვლება და მიწის ქვეშ ჩატანა იქნება რთული, თუმცა ყველა ახალი პროექტი განხორციელდება მიწის ქვეშ.  


„როდესაც გაივლით დასახლებებში, განსაკუთრებით სოფლებში, ყველგან თვალში მოგხვდებათ გაზის მილები, რაც იერსახეს ამახინჯებს, აქაც გვინდა, რომ ახალი სტანდარტი შემოვიღოთ. რა თქმა უნდა, ერთბაშად ყველა გაზის მილის ჩანაცვლება და მიწის ქვეშ ჩატანა იქნება რთული და შეუძლებელი, თუმცა გვინდა, დავადგინოთ ახალი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ახალი სამუშაოები დაექვემდებარება შესაბამის ვიზუალურ სტანდარტს. ყველა ახალი პროექტი განხორციელდება მიწის ქვეშ და არა ზედაპირზე იმისათვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ დასახლებების იერსახეზე. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში თითოეული დასახლების იერსახეზე აისახება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031