გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: 3 თვეში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიეცა 57 პირი, შარშან, იგივე პერიოდში, ამ ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა მხოლოდ 2 პირი

8-09-2025

ყველა მიმართულებით გვჭირდება უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ, ბუნებრივია, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 


პრემიერის თქმით, ბოლო 3 თვეში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიეცა 57 პირი, შარშან, იგივე პერიოდში, ამ ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა მხოლოდ 2 პირი. 


„ბოლო 3 თვეში ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიეცა 57 პირი. სტატისტიკა რომ ავიღოთ, შარშან, იგივე პერიოდში, ამ ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა მხოლოდ 2 პირი. 2 პირი შარშან იგივე პერიოდში,  წელს - 57. ჩვენ აქაც გვჭირდებოდა გადამჭრელი ზომების მიღება და ის სტატისტიკა, რომელიც წარმოგიდგინეთ, სწორედ ამის გამოხატულებაა.  ყველა მიმართულებით გვჭირდება უკომპრომისო ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ. ბუნებრივია, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ კუთხით ნაბიჯების გადადგმას", - განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31