გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

8-09-2025

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლეჟბადინში მდებარე ვალუტის გადამცვლელ ორ პუნქტში, საერთო ჯამში 7 ხუთას ევროიანი ყალბი კუპიურა გაასაღეს, რითაც დაზარალებულებს 10 765 ლარის ზიანი მიაყენეს.


სამართალდამცველებმა ბრალდებულები 6 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ (ყალბი ვალუტის შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.


ბრალდებულთა მიერ შესაძლო მსგავსი დანაშაულებრივი ფაქტების გამოვლენის მიზნით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031