გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის და კულტივირების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

8-09-2025

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის და კულტივირების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ დათესა და მოიყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 12 კგ. და 627 გრ. ნარკოტიკული საშუალების შემცველი "მცენარე კანაფი", ხოლო მეორე ბრალდებულმა  - 160კგ. და 409 გრ. ოდენობით. მანვე უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 3 კგ. და 628 გრ. ნარკოტიკულ საშუალება ნედლ და 876,12 გრ. გამომშრალ „მარიხუანა".
 
ერთ პირს ბრალდება  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე" და მესამე ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და 265-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ე" და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


მეორე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ე" და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ერთ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა, ხოლო მეორეს მიმართ პატიმრობის შეფარდების საკითხზე სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930