გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: ზაზა შათირიშვილის წერილი კიდევ ერთი საგანგაშო გაფრთხილებაა იმის შესახებ, თუ რა ძალას წარმოადგენს „დიფ სთეითი“ - ევროპის ქვეყნებში თითქოსდა დაწყებულია „დიფ სთეითთან“ ბრძოლის პროცესი, მაგრამ ამ პროცესში სავალალო ამბებს ვიგებთ

8-09-2025

ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილი, შეიძლება ითქვას, კიდევ ერთი საგანგაშო გაფრთხილებაა იმის შესახებ, თუ რა ძალას წარმოადგენს „დიფ სთეითი“. ევროპის ქვეყნებში თითქოსდა დაწყებულია „დიფ სთეითთან“ ბრძოლის პროცესი, მაგრამ არათუ ნელა მიმდინარეობს, ამ პროცესში სავალალო და საოცარ ამბებს ვიგებთ, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


მისი განცხადებით, მხოლოდ საზოგადოება ასეთ მძლავრ ძალას წინ ვერ აღუდგება, შესაბამისად, „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში სულ უფრო მეტად ზარალდებიან ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საზოგადოების მხარდაჭერას გრძნობენ. ამის მაგალითია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომლის მზარდი რეიტინგის ფონზე, მისი რამდენიმე წევრი გარდაიცვალა.


„ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის წერილი, შეიძლება ითქვას, კიდევ ერთი საგანგაშო გაფრთხილებაა იმის შესახებ, თუ რა ძალას წარმოადგენს „დიფ სთეითი“. ევროპის ქვეყნებში თითქოსდა დაწყებულია „დიფ სთეითთან“ ბრძოლის პროცესი, მაგრამ არათუ ნელა მიმდინარეობს, ამ პროცესში სავალალო და საოცარ ამბებს ვიგებთ. ცხადია, მარტო ხალხი ასეთ ძალას წინ ვერ აღუდგება და შესაბამისად, ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც საზოგადოების უფრო მეტ მხარდაჭერას გრძნობენ, ყველაზე მეტად ზარალდებიან. ამის მაგალითია „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომლის რეიტინგი ლამის ყოველდღიურად იზრდება, მიზეზი კი მათი პოლიტიკური შეხედულებაა ქვეყნის სუვერენიტეტის ბრძოლის საკითხთან დაკავშირებით. როგორც ბატონი ზაზას წერილიდან ვიგებთ, „მათთან მიმართებით „დიფ სთეითმა“ ვერ გამოიყენა საკუთარი მძლავრი იარაღი - მოსყიდვა, ამ ეტაპზე არც აკრძალვა რომ არ გამოუვიდათ, პოლიტიკოსების მკვლელობას მიჰყვეს ხელი“. ეს გახლავთ ის სამწუხარო რეალობა, რომელსაც ვხედავთ ევროკავშირის მოწინავე წევრ სახელმწიფოში, გერმანიაში, მეორე მხრივ კი მაქსიმალური სიფრთხილე და ყურადღება გვმართებს ჩვენი სუვერენიტეტის დასაცავად, მოწინააღმდეგე საკმაოდ სერიოზული და ძლიერია, თან თუ გავითვალისწინებთ მათ ინტერესებსაც საქართველოსთან დაკავშირებით“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031