გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: „დიფ სთეითის“ ვასალობა გერმანიის მაგალითზეც თვალსაჩინოა - ისტებლიშმენტის მოწინააღმდეგეთა დევნა (AfD), საეჭვო სიკვდილის ფაქტები, სიტყვის თავისუფლების კონტროლი, განსხვავებულთა კონსპიროლოგებად შერაცხვა

8-09-2025

გერმანიაში ადგილობრივი არჩევნების წინ სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატის, მათ შორის პოპულარული AfD-ის 7 წევრის, მოულოდნელ გარდაცვალებაზე, რომელზეც ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილიც ამახვილებს ყურადღებას, კეთილსინდისიერი და არა „დიფ სთეითის“ მარიონეტი მედიის ყურადღების ცენტრშიცაა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.


როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ნეობოლშევიკური, EUSSR-ული „საუკეთესო ტრადიციების“ სტილში გერმანიის სამართალდამცავებმა სწრაფად გამორიცხეს დანაშაულის ნიშნები, ყველა გარდაცვალება კი ე.წ.„ბუნებრივ მიზეზებს“ მიაწერეს. ხოლო ის, ვინც ამას ეჭვის თვალით უყურებს, ე.წ. კონსპიროლოგია. ამ მახინჯი ლოგიკით, რუსეთის არაერთი ოპოზიცონერი პოლიტიკური აქტორის სიკვდილი, თუ მოწამვლა ე.წ. შეთქმულების თეორიის ნაწილია.


„გერმანიაში ადგილობრივი არჩევნების წინ სხვადასხვა პარტიის 16 კანდიდატის, მათ შორის პოპულარული AfD-ის 7 წევრის, მოულოდნელ გარდაცვალებაზე, რომელზეც ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილიც ამახვილებს ყურადღებას, კეთილსინდისიერი და არა „დიფ სთეითის“ მარიონეტი მედიის ყურადღების ცენტრშიცაა. ნეობოლშევიკური, EUSSR-ული „საუკეთესო ტრადიციების“ სტილში გერმანიის სამართალდამცავებმა სწრაფად გამორიცხეს დანაშაულის ნიშნები, ყველა გარდაცვალება კი ე.წ. „ბუნებრივ მიზეზებს“ მიაწერეს. ხოლო ის, ვინც ამას ეჭვის თვალით უყურებს, ე.წ. კონსპიროლოგია. ამ მახინჯი ლოგიკით, რუსეთის არაერთი ოპოზიცონერი პოლიტიკური აქტორის სიკვდილი, თუ მოწამვლა ე.წ. შეთქმულების თეორიის ნაწილია. აქამდეა დასული „დიფ სთეითის“ ვასალობა, რაც გერმანიის მაგალითზეც თვალსაჩინოა - ისტებლიშმენტის მოწინააღმდეგეთა დევნა (AfD), საეჭვო სიკვდილის ფაქტები, სიტყვის თავისუფლების კონტროლი, განსხვავებულთა კონსპიროლოგებად შერაცხვა, ეკონომიკური სტაგნაცია, თუმცა გეოპოლიტიკურ აქტორობაზე ცრუ პრეტენზიები. საბჭოთა კავშირის შავბნელი „სახელმძღვანელოს“ ამ პრინციპებმა ბოლო მოუღო „წითელ იმპერიას“, იგივე ხდება ევროკრატიის ვითომ დემოკრატიულ წიაღშიც და ეს ფართოდ განიხილება ავტორიტეტულ დასავლელ მოაზროვნეებში“, - წერს აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031