გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ჩემთვის ტერმინი „ნარკოდილერი“ მიუღებელია, როგორც ე.წ. „მსუბუქი ნარკოტიკი“ - შხამის გამავრცელებელი არის გარეწარი „ნარკობარიგა“ და საზოგადოებისთვის უკიდურესად კეთროვანი არსება, რომელიც ცხოვრებას ციხეში უნდა ასრულებდეს

8-09-2025

„უმნიშვნელოვანესი სიახლე „ნარკობარიგებთან“ ბრძოლაში - აიკრძალა კერძო სუბიექტების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი და ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურების მიწოდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „კონკრეტული სუბიექტები ამ პრივილეგიას უყურებდნენ, როგორც ნარკოტიკების ლეგალურად გავრცელების საშუალებას, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.


მისივე თქმით, ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი და ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურების მიწოდება არაერთი ავაზაკის მიერ პირადი გამორჩენისა და სხვისი ჯანმრთელობის დაზიანებისთვის გამოიყენებოდა. ეს „შავი ხვრელი“ გადაიკეტება.


„უმნიშვნელოვანესი სიახლე „ნარკობარიგებთან“ ბრძოლაში - აიკრძალა კერძო სუბიექტების მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი და ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურების მიწოდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „კონკრეტული სუბიექტები ამ პრივილეგიას უყურებდნენ, როგორც ნარკოტიკების ლეგალურად გავრცელების საშუალებას, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“. ფაქტია, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი და ჩანაცვლებითი თერაპიის მომსახურების მიწოდება არაერთი ავაზაკის მიერ პირადი გამორჩენისა და სხვისი ჯანმრთელობის დაზიანებისთვის გამოიყენებოდა. ეს „შავი ხვრელი“ გადაიკეტება. ჩემთვის ვითომ ნეიტრალური ტერმინი „ნარკოდილერი“ მიუღებელია, როგორც ე.წ. „მსუბუქი ნარკოტიკი“. შხამის გამავრცელებელი არის გარეწარი „ნარკობარიგა“ და საზოგადოებისთვის უკიდურესად კეთროვანი არსება, რომელიც ცხოვრებას ციხეში უნდა ასრულებდეს!“, - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930