გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაციით ბიუჯეტმა 700 მლნ ლარის დანაზოგი მიიღო, რომელიც საწარმოების შემდგომი გაძლიერებისკენ მიიმართება

8-09-2025

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, უწყებამ სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაციის პირველადი  გეგმა მოამზადა. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო საწარმოების ოპტიმიზაციის გეგმა სამინისტრომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დავალებით მომზადდა და პროცესი საწარმოებში უკვე მიმდინარეობს. 


„აღნიშნული ოპტიმიზაციის გეგმით ბიუჯეტმა 700 მლნ ლარის დანაზოგი მიიღო, რაც განპირობებულია მასშტაბური საკადრო ოპტიმიზაციით, ასევე შესყიდვების, მომსახურების ხარჯების, გარკვეული პროექტების მიზნობრიობისა  და ღირებულებების შემცირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული თანხა სრულად მიიმართება უშუალოდ საწარმოების შემდგომ გაძლიერება-გაჯანსაღებაში და მიზნობრივი პროექტების განხორციელებაში" -  აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. 


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, სახელმწიფო უწყებების ოპტიმიზაციის პროცესს უდიდესი გავლენა ექნება მთელი ქვეყნის ეკონომიკაზე სხვადასხვა მიმართულებით - სექტორულ გაძლიერებასა და განვითარებაზე. 


„ჩვენ ასევე ვაგრძელებთ ოპტიმიზაციის შემდგომ ეტაპებს და ახალ ხედვებს წარმოვადგენთ უშუალოდ სექტორული და საწარმოების გაჯანსაღება-განვითარების კუთხით. პროცესის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოება ინფორმაციას ძალიან მალე შეიტყობს"- განაცხადა  მარიამ ქვრივიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031