გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო ახალ პროგრამაზე მუშაობს, რომლის მიზანი ქვეყანაში შენობა-ნაგებობების იერსახის მოწესრიგებაა

8-09-2025

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ახალ პროგრამაზე მუშაობს, რომლის მიზანიც მაღალი ურბანული ღირებულების მქონე დასახლებების შესაქმნელად, შენობა-ნაგებობების იერსახის მოწესრიგების მიზნით შესაბამისი სტანდარტების შემუშავებაა. 


როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აღნიშნავს, პროგრამა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით მომზადდა და მის ფარგლებში შენობა-ნაგებობების ვიზუალური მხარე მთელი ქვეყნის მასშტაბით მოწესრიგდება, ისევე როგორც გაუმჯობესდება მათი ფუნქციური სიცოცხლისუნარიანობა. 


„აღნიშნული პროგრამით დარეგულირდება შენობა-ნაგებობების ფასადების, სახურავებისა და ღობეების მიმართ ესთეტიკური პარამეტრების დადგენა, მათ შორის - ფერების, მასალების და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას უდიდესი ზეგავლენა ექნება მთლიანად ჩვენი ქვეყნის ვიზუალური მხარის გაუმჯობესებაზე", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. 


პროგრამის ამოქმედების მიზნით მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებები. აღსანიშნავია, რომ რეგულაციას დაექვემდებარება როგორც ახალი მშენებლობები, ასევე არსებული შენობების რეკონსტრუქციები და დაგეგმილი რეაბილიტაციები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომზადებული ნორმატიული აქტის პროექტის პროფესიული წრეებისთვის გაცნობისა და შეთანხმების პროცესი. 


„ეკონომიკის სამინისტრო ჩართულია ამ პროცესში და აქტიურად მუშაობს სახელოვნებო, პროფესიულ წრეებთან იმისთვის, რომ წარმოდგენილი ახალი პროექტები კერძო სექტორთან იყოს შეჯერებული", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031