გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: დღეს შეიკრიბებიან თუ ხვალ კალაძის საარჩევნო შტაბთან თუ სხვაგან მორიგი მცირეხნიანი პროვოკაციისთვის, მოწოდების დონეზე მყოფი საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები დაასწრებენ გაბრაზებულ საზოგადოებას და არ დაუშვებენ მასობრივ შფოთს

9-09-2025

ექსპერტი გია აბაშიძე რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ „გასამრჯელოს გამო საქართველოს აყირავების მოსურნე დოქსოპულოების ეს დროებითი „პროვოკაციობანა“ მორიგ კრახს იგემებს არჩევნებამდე და მის შემდეგ. ხოლო დამნაშავე ნაცრეჟიმი აუცილებლად გასამართლდება და აილაგმება მისი ნაყარნუყარი პარაზიტი სატელიტებით. მისივე თქმით, ამ უკიდურესად ტურბულენტურ გლობალურ პროცესებში, რომლითაც სარგებლობა სურთ მტრულ შიდა და გარე ძალებსაც, პატარა "ნავი", საქართველო, აუცილებლად გავა სამშვიდობოზე. ქვეყანა მშვიდობიანად განვითარდება და გამთლიანდება, "მეხუთე კოლონისა" და მისი გარეწარი, უცხოელი სპონსორების ობსტრუქციის მიუხედავად.


„გასამრჯელოს გამო (თურმე არასაკმარისია ზოგიერთისთვის) საქართველოს აყირავების მოსურნე დოქსოპულოების ეს დროებითი 'პროვოკაციობანა' მორიგ კრახს იგემებს არჩევნებამდე და მის შემდეგ. ხოლო დამნაშავე ნაცრეჟიმი აუცილებლად გასამართლდება და აილაგმება მისი ნაყარნუყარი პარაზიტი სატელიტებით. 2003 წლის რევოლუციური, ობიანი "სახელმძღვანელოთი" ვერანაირი გადატრიალება ვერ მოხდება, თუკი საზოგადოების ფართო ფენებში არაა ამის სურვილი. თუნდაც ულტრამემარცხენე გლობალისტები რომ ყოფილიყვნენ დღეს თეთრ სახლში, მაინც ვერ მიაღწევდნენ საწადელს თავისუფალ საქართველოში. სხვა დროა და რაც მთავარია, პატრიოტ ქართველთა ერთიანობა არ დაუშვებს ნეოკოლონიალისტური ძალების პარპაშს ჩვენს მიწა-წყალზე.


რასაკვირველია, საცოდაობაა ნებისმიერი გონებადაბინდული თანამემამულის რაღაც საპროტესტო, თანაც გაუთვითცნობიერებული აღტყინება, მაგრამ მართლმსაჯულებამ პასუხი უნდა აგებინოს გადატრიალების მცდელობისა და არეულობების მოწყობის ორგანიზატორებს და მათ ანგარებიან, აგრესიულ პაიკებს.


დღეს შეიკრიბებიან თუ ხვალ კალაძის საარჩევნო შტაბთან თუ სხვაგან მორიგი მცირეხნიანი პროვოკაციისთვის, მოწოდების დონეზე მყოფი საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები დაასწრებენ გაბრაზებულ საზოგადოებას და არ დაუშვებენ მასობრივ შფოთს. ამ უკიდურესად ტურბულენტურ გლობალურ პროცესებში, რომლითაც სარგებლობა სურთ მტრულ შიდა და გარე ძალებსაც, პატარა "ნავი", საქართველო, აუცილებლად გავა სამშვიდობოზე. ქვეყანა მშვიდობიანად განვითარდება და გამთლიანდება, "მეხუთე კოლონისა" და მისი გარეწარი, უცხოელი სპონსორების ობსტრუქციის მიუხედავად. მშვიდობა და განვითარება საქართველოს!“ - წერს აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031