გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა ბოლნისის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

9-09-2025

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ზამურ ჭითანავა, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.


მერობის კანდიდატის ცნობით, მას ბალახაურის, ჭაპალის, სამტრედოსა და მწყნეთის მცხოვრებლებთან ჰქონდა შეხვედრები.


„მორიგი საინტერესო, მეგობრული შეხვედრა მქონდა ბალახაურის, ჭაპალის, სამტრედოსა და მწყნეთის მოსახლეობასთან. მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაცია საშუალებას მაძლევს უშუალოდ მოვისმინო მათი საჭიროებები, ვუპასუხო შეკითხვებს და მათ გავუზიარო ჩემი და ჩემი გუნდის სამომავლო გეგმები.


მჯერა, რომ 4 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას“, - წერს ზამურ ჭითანავა სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930