გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

9-09-2025

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო.   


სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2024 წლის 21 დეკემბერს, თბილისში,  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბრალდებულმა, შურისძიების მოტივით,  სხეულის სხვადასხვა არეში ოთხ პირს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული გარდაიცვალა, ხოლო სხვა პირები სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.


სამართალდამცველებმა ბრალდებული მეორე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19/109-ე მუხლის ,,ლ“ ქვეპუნქტით (ორზე მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა)  წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930