გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: გთხოვთ, შეადაროთ ჩემი და ჩემი ნათესავების მიერ პატიოსნად დაგროვებული ქონება და მათი მითვისებული, ათეულობით მილიონიანი ქონებები; სანდრას და გიულის ქუჩაში დატოვებას აპირებენ...

9-09-2025

ივანიშვილი აპირებს მე ჩამომართვას ყვარლის ვენახი, სახლით, რომელიც შევიძინე ჩემი საპრეზიდენტო ხელფასით, რუსეთის ემბარგოს შემდეგ და გამოვიყენე ქართული ღვინის მთელს მსოფლიოში პოპულარიზაციისთვის - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ამ ვენახში დამყავდა პრეზიდენტები და პრემიერ მინისტრები, სენატორები, მონაკოს პრინცი, კულტურის ცნობილი მოღვაწეები. თვითონ საცხოვრებელი სახლის ფართობი არის 70 მ2, გარდა ამისა, არის დამხმარე ნაგებობები და 1,5 ჰექტარი ვენახი.

 

ამის გარდა ამ ცრუ სასამართლოს დაყადაღებული აქვს სანდრას ბინა, რომელიც მას უყიდა მამამისმა 90-იან წლებში, ის ბინა რომელშიც ცხოვრებს დედაჩემი და რომელიც ააშენეს ბაბუაჩემმა და ბებიაჩემმა ჩემს პრეზიდენტობამდე, დედაჩემის ბათუმის 3 ოთახიანი ბინა და 600 მ2 ნაკვეთი შეკვეთილში, რომელიც ასევე ბებიას და ბაბუას ეკუთვნოდა,ისინი აპირებენ რომ სანდრა და გიული ქუჩაში დატოვონ.

 

ახლა მინდა ყველას ვთხოვო შეადაროს ჩემი და ჩემი ნათესავების სამი თაობის მიერ პატიოსნად დაგროვებული ქონება და მათი მითვისებული, მრავალ ათეულ მილიონიანი ქონებები და ივანიშვილი მიტაცებული მილიარდები.

 

სინამდვილეში მე სამაგიეროს სწორედ იმიტომ მიხდიან, რომ ამოვძირკვე კორუფცია და თვითონაც ვიყავი მთლიანად არაკორუმპირებული, აღარაფერი რომ ვთქვათ იმაზე, რომ ის თანხა რასაც მედავებიან, ეფუძნება არა რამე სახლში წაღებულს, არამედ ჩემი საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალურ ხარჯებს, რაც ძირითადად მოიცავს ოფიციალური მიღებების დროს გაწეულ ხარჯებს, მათ შორის კლინტონის, მაკკეინის და ტრამპის მიღების, ლეხ კაჩინსკის და ვარცლავ ჰაველის გასვენებაში მიტანილ გვირგვინებს, ოფიციალურ საჩუქრებს. ისინი მედავებიან მილიონებს, რომელიც არ მაქვს და არც შეიძლება მქონდეს.

 

მე ვამაყობ იმას, რომ სრულიად უანგაროდ ვემსახურე ჩემს ერს და სხვასაც მივეცი მაგალითი. გახსოვთ ივანიშვილი რომ ამბობდა 2013-ში , რომ 19 მილიარდი მქონდა?“ - ნათქვამია პოსტში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930