გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანი: პირობას ვაძლევ მოსახლეობას, რომ როგორც აქამდე, ქალაქისა და ჩვენი უბნის განვითარება წარმატებით გაგრძელდება, შედეგს კი თითოეული მოქალაქე იგრძნობს

10-09-2025

ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ბენდელიანი ზღვის უბნის მე-10 და მე-11 კვარტალის მოსახლეობას შეხვდა და არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე ესაუბრა.


ის პირობას აძლევს მოსახლეობას, რომ ქალაქის განვითარება წარმატებით გაგრძელდება.


მისივე თქმით, „ყველა ერთად ვიაქტიურებთ იმისათვის, რომ უფრო მეტი პროექტი განხორციელდეს ზღვის უბანში და გახდეს თანამედროვე, ევროპული ქალაქის გამორჩეული ნაწილი“.


„დღეს, ზღვის უბნის მე-11 მიკ/რ, I კვარტალს ვესტუმრე. შევხვდი ამომრჩეველს და ვისაუბრეთ უბანში არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე. ასევე, მომდევნო 4 წლის გეგმებზე, რომელიც კახა კალაძის გუნდს კარგად გააზრებული და გაწერილი აქვს. პირობას ვაძლევ მოსახლეობას, რომ როგორც აქამდე ქალაქისა და ჩვენი უბნის განვითარება წარმატებით გაგრძელდება, შედეგს კი თითოეული მოქალაქე იგრძნობს.


საინტერესო შეხვედრა გვქონდა ზღვის უბნის მე-10 კვ, N38ა კორპუსის მცხოვრებლებთანაც. მიხარია, რომ აქტიურად არიან ჩართულები რაიონისა და ქალაქის განვითარების საქმეში. მათ ყველაზე კარგად იციან თუ რა სჭირდება ზღვის უბანს და მეც ვეცნობი ამ საჭიროებებსა და სურვილებს. მომავალში კი ყველა ერთად ვიაქტიურებთ იმისათვის, რომ უფრო მეტი პროექტი განხორციელდეს ზღვის უბანში და გახდეს თანამედროვე, ევროპული ქალაქის გამორჩეული ნაწილი“, - წერს ირაკლი ბენდელიანი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728