გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სასტუმროს არსებობის ისტორიაში რეკორდი დავამყარეთ, აგვისტოში შემოსავლებმა მილიონ დოლარს გადააჭარბა-სასტუმრო ბორჯომი-ლიკანი

10-09-2025

ზაფხულის ტურისტულ სეზონს დადებითად აფასებს სასტუმრო ბორჯომი-ლიკანის დირექტორი კობა აბულაძე. მისი თქმით,  მნიშვნელოვნად გაზრდილია სტუმრების  რაოდენობა,  წლევანდელ ზაფხულში კი სასტუმრომ შემოსავლების რეკორდული რაოდენობა მიიღო.


„წლევანდელი ზაფხულის სეზონი იყო ძალიან კარგი, განსაკუთრებით გამოვყოფდი აგვისტოს თვეს, სასტუმროს არსებობის ისტორიაში რეკორდი დავამყარეთ, აგვისტოში შემოსავლებმა მილიონ დოლარს გადააჭარბა, ივნისი, ივლისიც კარგი თვეები იყო. რაც შეეხება მოლოდინებს, შემოდგომაზე გვაქვს მოლოდინი, რომ გასულ წელზე და წინა წლებზე უკეთეს შედეგს ვაჩვენებთ, რაც სასტუმროსთვის და ნებისმიერი ბიზნესისთვის არის მთავარი, მეტი მოგების მიღება“,-აცხადებს კობა აბულაძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930