გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის და მოყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

10-09-2025

საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის და მოყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, თავის საცხოვრებელ სახლში, უკანონოდ დათესა და მოიყვანა 25 ძირი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 5811 გრ., ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე კანაფი.


დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის ,,ა'' ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031