გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი კალათბურთელები არიან გმირები, მათ კიდევ ერთხელ დაანახეს მსოფლიოს, თუ რა ძალა აქვს ჩვენს პატარა ქვეყანას

11-09-2025

„ჩვენი კალათბურთელები არიან გმირები, მათ კიდევ ერთხელ დაანახეს მსოფლიოს, თუ რა ძალა აქვს ჩვენს პატარა ქვეყანას“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა რიგაში, საქართველოს და ფინეთის კალათბურთელთა ნაკრებებს შორის მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა.


საქართველოს პრეზიდენტმა კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მიერ ბოლო პერიოდში მიღწეულ წარმატებებზე გაამახვილა ყურადღება და მათ ღირსეული თამაშისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.


„არავინ უნდა გაბედოს საქართველოს ნაკრებზე აუგად ლაპარაკი. ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა, თუ რამხელა მწვერვალების დაპყრობა შეუძლია ქართულ სპორტს. როცა შენ საფრანგეთი , ასეთი უძლიერესი საკალათბურთო ნაკრები, ესპანეთი, მოიტოვე უკან და დაამარცხე წინა შეხვედრებში, კიდევ ერთხელ ვიხრი ქედს მათი დამსახურების წინაშე. ბოლოს ვუთხარი, რომ უნდა იამაყოთ, თავი მაღლა ასწიეთ. ყველამ კიდევ ერთხელ ტაში დავუკრათ ჩვენს ბიჭებს, გავამხნეოთ და დიდი მადლობა ვუთხრათ იმისათვის, რომ ეს ემოციები გვაჩუქეს თითოეულ ჩვენგანს“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, რიგაში, საქართველოსა და ფინეთის კალათბურთელთა ნაკრებებს შორის გამართულ მატჩს, სპორტის მინისტრს შალვა გოგოლაძესთან ერთად დაესწრო.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031