გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამეგრელოს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

11-09-2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს  სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოსა და საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა,  ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,   განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 1999 წელს დაბადებული უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე ე.ბ. დააკავეს.


დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


სამართალდამცველებმა, ბრალდებულის მიერ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში,  ერთ-ერთ ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“-ს შემცველი გრანულები და ფხვიერი მასა ნივთმტკიცებად ამოიღეს.


პოლიციამ ე.ბ. ბრალდებულის სახით დააკავა.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილითა  და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031