გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით გადატვირთოთ ურთიერთობები და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან

11-09-2025

ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით გადატვირთოთ ურთიერთობები და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „მეგობარი აქტი" საბოლოოდ ჩავარდა, რაც ძალიან კარგია.  


„რაც შეეხება „მეგობარ აქტს", რომელიც სინამდვილეში იყო მტრული აქტი ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს და ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ საბედნიეროდ, როგორც ირკვევა, საბოლოოდ ჩავარდა, ეს ძალიან კარგია. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მიზანი, სუფთა ფურცლიდან, კონკრეტული გზამკვლევით გადატვირთოთ ურთიერთობები და განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. ჩვენ ამის იმედს ვიტოვებთ, დანარჩენი დამოკიდებულია თავად აშშ-ს ახალ ადმინისტრაციაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930