გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: აქციების მონაწილე „ენჯეოები" არიან განუყოფელი ნაწილი იმ რადიკალიზმისა, რომელსაც ვხედავთ, ისინი არიან გარედან დაფინანსებული რადიკალური დაჯგუფებები

11-09-2025

აქტივისტები არიან მთლიანად გარე რესურსით ამოქმედებული რადიკალური ჯგუფები, თუმცა ჩვენ ამ რადიკალებს ვხედავთ უკვე რამდენი წელია და შედეგს ვერ აღწევენ, დადგება 4 ოქტომბერი და ნახავთ, თუ როგორი საარჩევნო შედეგით დასრულდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
 
მისივე თქმით, აქციების მონაწილე „ენჯეოები" ამ რადიკალიზმის განუყოფელი ნაწილია.
 
„აქციების მონაწილე „ენჯეოები" არიან განუყოფელი ნაწილი იმ რადიკალიზმისა, რომელსაც ვხედავთ. ისინი არიან გარედან დაფინანსებული რადიკალური დაჯგუფებები და ღიად არიან ჩართულები ქვეყანაში რადიკალიზმის გაღვივებაში, რაც არის ტრაგიკული მოვლენა, თუმცა მათაც ძალიან მწირი რესურსი აქვთ,"- განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031