გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გივი მიქანაძემ მეცნიერთა მუდმივმოქმედი საბჭოს წევრებთან პირველი შეხვედრა გამართა

11-09-2025

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ მეცნიერთა მუდმივმოქმედი საბჭოს წევრებთან პირველი შეხვედრა გამართა.

 

საბჭო სამინისტროს, მეცნიერებისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული და მისი მიზანია არსებული სამეცნიერო გარემოს ანალიზი, გამოწვევების იდენტიფიცირება და სამომავლო განვითარების სტრატეგიების დასახვა.

 

,,სამინისტროს ინიციატივით, შეიქმნა მუდმივმოქმედი საბჭო, რომელიც აერთიანებს საქართველოში მოქმედ ყველა კვლევით ინსტიტუტს. კვლევით ინსტიტუტებში არის უდიდესი პოტენციალი, დაგროვილია ღირებული ცოდნა და გამოცდილება, შესაბამისად, ვმუშაობთ, რომ ეს ცოდნა და გამოცდილება იყოს უფრო რეალიზებული.

 

ჩვენი მიზანია, რომ კვლევით ინსტიტუტებში ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარე კვლევების შედეგები უფრო ხელშესახები გახდეს და მეტად აისახოს ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობაზე. ასევე, აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას კვლევით ცენტრებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვის, მათი საქმიანობის პოპულარიზაციისა და სამეცნიერო კვლევების კომერციალიზაციის მიმართულებით,"- განაცხადა გივი მიქანაძემ.

 

სხდომაზე აღინიშნა, რომ საბჭოს საქმიანობა სამინისტროსა და მეცნიერებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას შეუწყობს ხელს და შესაძლებელს გახდის, ერთობლივად განსაზღვრონ ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც კვლევითი ინფრასტრუქტურის გაძლიერებისა და ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარებისთვის აუცილებელია.

 

სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები მინისტრისა და მისი მოადგილისგან მოესმინათ.

 

მუდმივმოქმედი საბჭო მინისტრის ინიციატივით შეიქმნა და მას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ხელმძღვანელობს. საბჭოს წევრები რეგულარულად შეიკრიბებიან და განიხილავენ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც მეცნიერებისა და კვლევითი ცენტრების განვითარებისთვის აქტუალურია.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031