გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაალ ანჯაფარიძე: ჩემი გონივრული ეჭვით საქართველოში ლტოლვილების სტატუსით ინფილტრირებულია უკრაინის სპეცსამსახურების აგენტურა. თუ რა მიზნებით, ვფიქრობ რთული მისახვედრი არაა. ზელენსკისთვის საძულველი აქაური ხელისუფლების დამხობაში ხელშეწყობა

11-09-2025

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ლტოლვილად მყოფი უკრაინის მოქალაქეები, არაერთხელ ყოფილან შემჩნეული დესტრუქციულ ქმედებებში, ხოლო უკრაინის სპეცსამსახურებს გამოუყენებიათ საქართველოს ტერიტორია ტერაქტებისათვის, ვერიდებოდი ამ თემის აწევას, თუმცა ვამახვილებდი ყურადღებას“, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სუსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა, რომლებსაც საქართველოში ტროტილზე ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერება, 2.4 კგ „ჰექსოგენი“ შემოჰქონდათ.


ანალიტიკოსის თქმით, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს აქ ჩამოსული უკრაინელების სიღრმისეული შემოწმება, საეჭვო პირების გაძევება, ხოლო სამობილიზაციო ასაკის მამაკაცების უკრაინაში დეპორტაცია.


„კარგად დაიწყო მამუკა მდინარაძემ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ლტოლვილად მყოფი უკრაინის მოქალაქეები, არაერთხელ ყოფილან შემჩნეული დესტრუქციულ ქმედებებში, ხოლო უკრაინის სპეცსამსახურებს გამოუყენებიათ საქართველოს ტერიტორია ტერაქტებისათვის, ვერიდებოდი ამ თემის აწევას, თუმცა ვამახვილებდი ყურადღებას.


ახლა რევერანსების დრო წავიდა. ჩემი გონივრული ეჭვით საქართველოში ლტოლვილების სტატუსით ინფილტრირებულია უკრაინის სპეცსამსახურების აგენტურა. თუ რა მიზნებით, ვფიქრობ რთული მისახვედრი არაა. ზელენსკისთვის საძულველი აქაური ხელისუფლების დამხობაში ხელშეწყობა. შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს აქ ჩამოსული უკრაინელების სიღრმისეული შემოწმება, საეჭვო პირების გაძევება, ხოლო სამობილიზაციო ასაკის მამაკაცების ( აქ რომ გრიალებენ) უკრაინაში დეპორტაცია. ამით მაინც შევუვსებთ ჯარის დეფიციტს“, - წერს ანჯაფარიძე. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930