გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ვიზალიბერალიზაციის შეჩერების გადაწყვეტილება რომ მიიღონ, ეს იქნება აბსოლუტურად კონტპროდუქტიული, ვერავითარ არსებით არეულობასაც კი ვერ გამოიწვევენ ქვეყანაში

12-09-2025

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების  გადაწყვეტილება რომ მიიღონ, ეს იქნება აბსოლუტურად კონტპროდუქტიული, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის" ეთერში განაცხადა.


როგორც პრემიერმა აღნიშნა, ასეთი გადაწყვეტილებებით ვერავითარ არსებით არეულობასაც კი ვერ გამოიწვევენ საქართველოში. 


„თუ ვინმეს იმის იმედი აქვს, რომ ასეთი გადაწყვეტილებებით რაღაც არეულობას გამოიწვევენ, თუნდაც არსებითს, აღარ ვლაპარაკობ ხელისუფლების ცვლილებას და ა.შ. ვერავითარ არსებით არეულობასაც კი ვერ გამოიწვევენ ჩვენს ქვეყანაში. ამის იმედი თუ ვინმეს აქვს, კონტპროდუქტიული იქნება ასეთი რამ მათთვის, რომც მოინდომონ ასეთი გადაწყვეტილების მიღება. უგუნური გადაწყვეტილება ბევრი მიუღიათ ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლებს, თუმცა არ მგონია, რომ ასეთი უგუნური გადაწყვეტილება მიიღონ. დანარჩენი ვნახოთ, ჩვენთვის მთავარია ჩვენი საკვანძო ეროვნული ინტერესების დაცვა და ამ ინტერესებს ბოლომდე დავიცავთ", -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031