გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვიქტორ ორბანი: ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება უსაფრთხოების გარანტია ვერ იქნება

12-09-2025

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ფინეთის პრეზიდენტის ალექსანდრ სტუბის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც „უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უსაფრთხოების ყველაზე საიმედო გარანტია იქნება“. 


ორბანმა სტუბის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უსაფრთხოების გარანტია ვერ იქნება.


„პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბის თქმით, „უსაფრთხოების ყველაზე საიმედო გარანტია - ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებაა“. ბატონო პრეზიდენტო, თავს უფლებას მივცემ და ვერ დაგეთანხმებით. ევროკავშირში გაწევრიანება - უსაფრთხოების გარანტია არ არის; ეს არის დამსახურებაზე დამყარებული პროცესი. ეს რომ „უსაფრთხოების ყველაზე საიმედო გარანტია ყოფილიყო“, ფინეთს ნატოში შესვლის საჭიროება არ ექნებოდა“, - აცხადებს ორბანი. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031