გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი ხელისუფლება ეკონომიკის დივერსიფიკაციას ახორციელებს, რაც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს

12-09-2025

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს ეკონომიკურ ზრდასა და სამომავლო პროგნოზებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველო, დადებითი ეკონომიკური ზრდის ტენდენციებით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის გამორჩეულია.


როგორც მინისტრმა აღნიშნა, პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9,7 პროცენტი შეადგინა და რაც მნიშვნელოვანია, ეს დინამიკა მომდევნო წლებშიც შენარჩუნდა - შარშან ეს მაჩვენებელი 9,4 პროცენტი იყო, მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში კი 8 პროცენტია.


„ეს შედეგი გამომდინარეობს რამდენიმე კომპლექსური ფაქტორის ეფექტური მართვით, სწორი ხედვითა და სტრატეგიით, ასევე მჭიდრო თანამშრომლობით კერძო სექტორთან. დადებითი დინამიკა შეინიშნება ისეთ სექტორებში, რომელთაც დიდი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. გამოვყოფდი ტრანსპორტს, ლოგისტიკას, საინფორმაციო სერვისებს, ვაჭრობას, ტურიზმს და ა.შ. ეკონომიკის ყველა ეს სექტორი მდგრადად და სტაბილურად ვითარდება," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს ეკონომიკის დივერსიფიკაციას, რაც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031