გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზამურ ჭითანავა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დისველის მოსახლეობას შეხვდა

12-09-2025

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა დისველის მოსახლეობას შეხვდა.


შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობის საჭიროებების, სურვილების და სამომავლო გეგმების გაცნობა, რაც მომავალში ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში გამოყენებული იქნება. შეხვედრის დროს კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია უშუალო კომუნიკაციას მოსახლეობასთან, რაც საშუალებას მისცემს მათზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები მიიღოს. მოსახლეობის აქტიური ჩართულობა, გულთბილი შეხვედრები და პოზიტიური დამოკიდებულება, კანდიდატის თქმით, დამატებითი მოტივაციაა, რომ მომავალში ბოლნისელთა ინტერესები დაიცვას და გამოწვევები ერთობლივად გადაიჭრას. კანდიდატის განცხადებით, როგორც რიგითი ბოლნისელი, იგი მიიჩნევს მნიშვნელოვან შესაძლებლობად მოსახლეობასთან, გუნდთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად მუშაობას მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო განვითარებისთვის.


„ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ!“, – აღნიშნა კანდიდატმა შეხვედრის ბოლოს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930