გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა ბორჯომის ახლად აშენებული პროფესიული კოლეჯი დაათვალიერა

12-09-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, ბორჯომის ახლად აშენებული პროფესიული კოლეჯი დაათვალიერა. 


მთავრობის მეთაური კოლეჯის ინფრასტრუქტურას გაეცნო და აღნიშნა, რომ პროფესიული კოლეჯი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, პროფესიული განათლება თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიიღონ. 


პრემიერ-მინისტრმა ასევე დეტალური ინფორმაცია მიიღო პროფესიული პროგრამების შესახებ. როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა აღნიშნა, კოლეჯი ძირითადად ტურიზმის, სატყეო, სამშენებლო და სოფლის მეურნეობის მიმართულების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს განახორციელებს, რაც თანხვედრაშია ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნებთან და მოსახლეობის საჭიროებებთან. 


მშენებლობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ღირებულება 9 513 505 ლარია.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031