გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერ-მინისტრმა აწყურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა

12-09-2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მეუფე თეოდორესთან ერთად,  აწყურის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა. 
 
მთავრობის მეთაური პროექტის დეტალებს მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად გაეცნო.  ტაძარი, რომლის მშენებლობაც დასრულების ეტაპზეა,  იმ ისტორიული იერსახით აღდგა, რაც მას თავდაპირველად ჰქონდა და აღდგენილ ტაძარზე შენარჩუნებულია  უძველესი დეტალები. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს გუმბათის გადახურვა. 
ტაძრის რეაბილიტაციისთვის ფონდმა "ქართუმ" დღემდე 9 მილიონ ლარზე მეტი გამოყო. პროექტის საორიენტაციო ღირებულება 12 მილიონი ლარია. 
მთავრობის მეთაურს მეუფე თეოდორემ, მრევლის სახელით, საჩუქრად წმინდა ღვთისმშობლის ხატი გადასცა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930