გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ მეტრეველი: 4 ოქტომბრის აქციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ბაჩო ახალაიაა, რომელსაც ქართველი ხალხის წამება და ხოცვა ძალიან მოენატრა

12-09-2025

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც „PRIME TIME”-ის ექსკლუზიურ ინფორმაციას ეხმიანება და ამბობს, რომ „4 ოქტომბრის აქციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ბაჩო ახალაიაა“.


„ვინც არ იცის: 4 ოქტომბრის აქციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი ბაჩო ახალაიაა, რომელსაც ქართველი ხალხის წამება და ხოცვა ძალიან მოენატრა!“, - წერს მეტრეველი.


ცნობისთვის, Prime time-მა სკანდალური დეტალები მოიპოვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა კავშირი აქვს თბილისში მყოფ ყოფილ მაღალჩინოსანს და ნაცმოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, ბაჩო ახალაიას „ასაფეთქებელი ნივთიერების“ სკანდალურ საქმესთან და რა შეკრებები იმართება მის სახლში.


ცნობილი ხდება, რომ ახალაია სახლში ფიზიკურად ინახავს პარლამენტის შენობის დიდ მაკეტს, რათა თანამზრახველებს დეტალურად აუხსნას შენობის პიკეტირების სამოქმედო გეგმა, რაც თავის მხრივ, აქტივისტებთან უნდა ჩაიშალოს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930