გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ პატარაძე ბათუმის ბულვარში მიმდინარე დასუფთავების სამუშაოებს გაეცნო

20-01-2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან და ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან ერთად გუშინ ღამით ზღვაზე განვითარებული შტრომის შედეგად დანაგვიანებული ბულვარის ტერიტორია დაათვალიერა, სადაც გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზღვაზე განვითარებულ ძლიერ შტორმს ბულვარის ინფრასტრუქტურისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია. ახალ ბულვარში სანაპირო ზოლის რამდენიმე მონაკვეთი სილითა და ქვაღორღით დაიფარა.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სსიპ “ბათუმის ბულვარისა“ და შპს „სანდასუფთავების“ თანამშრომლები. მუშაობს რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკაც.

სსიპ “ბათუმის ბულვარის“ მობილური ჯგუფები რეგულარულად ახორციელებენ ზღვისპირა პერიმეტრის მონიტორინგს. ამ დროისათვის, ბათუმის ბულვარში ვითარება სტაბილურია. გაწმენდითი სამუშაოები ხვალ დღის ბოლომდე დასრულდება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930