გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გაბუნია: თუ არსებობს რესურსი იმისა, რომ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია გაიგზავნოს ჩეხეთში დამკვირვებლად, რატომ არ არსებობდა იგივე რესურსი, იგივე დროში, რომ საქართველოში ჩამოსულიყო - ეს გახლავთ ორმაგი სტანდარტი

13-09-2025

ეს გახლავთ ორმაგი სტანდარტი და ჩვენ უკვე აღარ გვიკვირს ეს ორმაგი სტანდარტები საქართველოსთან მიმართებაში, თუ არსებობს რესურსი იმისა, რომ სადამკვირვებლო მისია დაკომპლექტდეს და წარგზავნილ იქნას ჩეხეთში დამკვირვებლად, რატომ არ არსებობდა იგივე რესურსი, იგივე დროში და იგივე ვადაში, რომ საქართველოში ჩამოსულიყო ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია და დაჰკვირვებოდა საქართველოში საარჩევნო პროცესს, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.


გაბუნიას თქმით, ეუთო/ოდირი არის სერიოზული ზეწოლის ქვეშ ევრობიუროკრატთა მხრიდან.


„როდესაც 2007 წელს სააკაშვილი გადადგა პრეზიდენტობიდან და დაინიშნა ხელახალი არჩევნები, ზუსტად მაშინაც ერთ თვეზე ნაკლებ დროში ეუთო/ოდირმა გამოაგზავნა სადამკვირვებლო მისია საქართველოში და თუ სააკაშვილმა მიმართა ეუთო/ოდირს და რატომ გააკეტეს ეს ყველაფერი, იმისთვის რომ „გაეპრავებინათ“ სააკაშვილის გაყალბებული არჩევნები?! ეუთო/ოდირმა მაშინ, პრაქტიკულად „გაუპრავა“ მაშინდელი საპრეზიდენტო არჩევნები და კიდევ ერთხელ ეს ნათლად ადასტურებს იმას, რომ ეუთო/ოდირს ძალიან სერიოზული ზეწოლა აქვს ევრობიუროკრატების მხრიდან და არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით“, - აცახდებს გიორგი გაბუნია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031