გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზამურ ჭითანავა ზვარეთისა და რატევანის მოსახლეობას შეხვდა - სოფლის საჭიროებები რეალურ ცვლილებებში უნდა გადაიზარდოს

13-09-2025

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ბოლნისის მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა ზვარეთისა და რატევანის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრისას ადგილობრივებთან ერთად განიხილეს სოფლების საჭიროებები და სამომავლო გეგმები.


როგორც კანდიდატმა აღნიშნა, თითოეული მოსაზრება მნიშვნელოვანია და მსგავსი უშუალო შეხვედრები საუკეთესო საშუალებაა რეალური პრიორიტეტების დასადგენად.


„მჯერა, რომ ჩვენი მუნიციპალიტეტი უნდა იქცეს ისეთ სივრცედ, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა ღირსეული ცხოვრებისა და საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზების. ჩემი მიზანია, თითოეული სოფლის საჭიროება გადაიზარდოს რეალურ და ხელშესახებ ცვლილებებში“, – განაცხადა ზამურ ჭითანავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930