გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არჩილ გორდულაძე: ყველამ იცოდეს, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი საშუალებაა ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნებში და არავის აქვს არც მშვიდობიანი და არც არანაირი დამხობის შესაძლებლობა

13-09-2025

„რაც შეეხება ბრალის დამძიმებას - ეს ადამიანი არაერთხელ, თვეების განმავლობაში, საჯაროდ, სხვადასხვა ეთერებიდან და სოციალური ქსელებით მოუწოდებდა ადამიანებს, რომ დესტაბილიზაცია მომხდარიყო 4 ოქტომბერს“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ პროკურატურის მიერ ლევან ხაბეიშვილისთვის ბრალის წარდგენის ფაქტზე საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, ხაბეიშვილი სამართალდამცველებს ქრთამს სთავაზობდა და მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდა.


„კონკრეტულ თვესა და რიცხვს აანონსებდა და ასევე მოუწოდებდა ყველას, რომ მონაწილეობა მიეღოთ ხელისუფლების დამხობაში, რაც რა თქმა უნდა, ცალკე დანაშაულია და თავისი დანაშაული რომ გადაეფარა, წინ სიტყვას „მშვიდობიანი“ ურთავდა-ხოლმე.


დანარჩენი უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია. ყველამ იცოდეს, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი საშუალებაა ხალხის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არჩევნებში და არავის აქვს შესაძლებლობა, არც მშვიდობიანი დამხობის - ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს და არც მშვიდობიანი და არც არანაირი დამხობის შესაძლებლობა, მაშინ, როდესაც სამართალდამცველი ორგანოები თავიანთ სიმაღლეზე დგანან“, - განაცხადა გორდულაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728