გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა მაისურაძე თმოგვის, ბეჟანიშვილისა და ილურიძის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა

13-09-2025

პარტია „ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა მაისურაძე თმოგვის, ბეჟანიშვილისა და ილურიძის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა.


„თმოგვის ქუჩაზე დაზიანებული გზის საფარის პრობლემაა, სადაც საგზაო სამუშაოების დაწყებამდე, მოძველებული ქსელებია შესაცვლელი. წყალსადენისა და წყალარინების ცენტრალური ქსელის შეცვლის მოთხოვნას აუცილებლად გადავცემთ კომპანია GWP-ს. ასევე, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გზის რეაბილიტაციის საჭიროებაზე გაამახვილეს ყურადღება ილურიძის მე-3 შესახვევში. აღნიშნული პრობლემა გადავეცით რაიონულ გამგეობას და ვიმედოვნებ, სამომავლოდ ადგილობრივების ეს მოთხოვნაც დაკმაყოფილდება“, - განაცხადა შალვა მაისურაძემ.


თვითმმართველობის არჩევნებში ნაძალადევის რაიონში მმართველი გუნდიდან მაჟორიტარობის ოთხი კანდიდატი იღებს მონაწილეობას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930