გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ძველი ნაძალადევი-ლოტკინის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ჭელიძე ამომრჩევლებს კაჭრეთისა და ურიდიას ქუჩებზე შეხვდა

13-09-2025

თვითმმართველობის არჩევნებში ძველი ნაძალადევი-ლოტკინის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ჭელიძე მოსახლეობას კაჭრეთისა და ურიდიას ქუჩებზე შეხვდა.


„ამჯერად კაჭრეთის ქუჩის მცხოვრებლებს შევხვდით. მოვისმინეთ ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ტრანსპორტისა და დასუფთავების თემას ეხებოდა. ინფორმაცია გადავეცით შესაბამის სამსახურებს. ამომრჩევლებთან შეხვედრა გავმართეთ ასევე ურიდიას ქუჩა N135-ის მიმდებარედ განახლებულ სკვერში. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მსგავსი მოსასვენებელი სივრცეები კიდევ შეემატება ჩვენს უბანს. ადგილობრივებმა რამდენიმე ინფრასტრუქტურულ საკითხზე ისაუბრეს, რომლის მოგვარებაც შესაძლებელია“, - აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატმა.


დავით ჭელიძის საარჩევნო შტაბი ცოტნე დადიანის ქუჩა N141-ში მდებარეობს, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია სხვადასხვა პრობლემურ საკითხზე გაესაუბროს კანდიდატს. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930