გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა მაისურაძე ზესტაფონისა და წიწამურის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

15-09-2025

თბილისის საკრებულოში ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ შალვა მაისურაძე ზესტაფონისა და წიწამურის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა.


კანდიდატმა მოქალაქეებს ზესტაფონის ქუჩა N18 კორპუსის მიმდებარედ ახალი სკვერის მოწყობის შესახებ გააცნო ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტების განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა. მასთან ერთად, შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრი, რატი იონათამიშვილი და ნაძალადევის რაიონის გამგებელი, ირაკლი ანდღულაძე ესწრებოდნენ.


„ზესტაფონის ქუჩაზე კარგი სიახლე გავაცანით მოქალაქეებს. N18 კორპუსის მიმდებარედ სკვერის სრული რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება, სადაც მოეწყობა გამწვანებაც. მოხარული ვარ, რომ ჩვენს უბანს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება. ასევე, ადგილობრივებს აწუხებთ ავარიული შენობის პრობლემა, რაც განვიხილეთ და ჩვენი მხრიდან, ინფორმაცია გადავეცით მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს“, - განაცხადა შალვა მაისურაძემ.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა წიწამურის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების საჭიროებებიც მოისმინა. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728