გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, სტუდენტებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარი

15-09-2025

ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, სტუდენტებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარი, - აღნიშნულია პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში.


„ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, მასწავლებლებო, სტუდენტებო, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს დღე ყოველთვის სავსეა სიხარულით და ახალი შესაძლებლობების იმედით.დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად შეაღეს სკოლის კარი. დღეს თქვენთვის ცხოვრების ახალი, საინტერესო, დაუვიწყარი და აღმოჩენებით სავსე ეტაპი იწყება.


ამ უმნიშვნელოვანეს გზაზე თქვენს გვერდით დგანან მასწავლებლები. ადამიანები, რომლებიც მზად არიან გაგიზიარონ საკუთარი ცოდნა და იზრუნონ თქვენს ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე. სწორედ მასწავლებლები არიან ჩვენი ეროვნული და ტრადიციული ღირებულებების გამორჩეული დამცველები. ღირებულებების, რომელსაც ჩვენი მომავალი უნდა ეფუძნებოდეს.


ძვირფასო მოსწავლეებო და სტუდენტებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და ყველაზე დიდი სიმდიდრე. გისურვებთ წარმატებებს!“ - აღნიშნულია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031