გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე სინგაპურის გენერალურ პროკურორს ლუსიენ ვონგს შეხვდა

15-09-2025

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე, სინგაპურში, პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 30-ე წლიური კონფერენციის ფარგლებში, სინგაპურის გენერალურ პროკურორს ლუსიენ ვონგს შეხვდა.


ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს და სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოხატეს.


სინგაპურის რესპუბლიკაში ორმხრივ, საქართველოსა და სინგაპურის გენერალური პროკურორების შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა და ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ბიძინა ქუმსიაშვილი ესწრებოდნენ.


აღსანიშნავია, რომ სინგაპური პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) 30 -ე კონფერენციის მასპინძელი ქვეყანაა. პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენცია წარმოადგენს ყველაზე წარმომადგენლობით საერთაშორისო პლატფორმას საპროკურორო უწყებებისთვის, რომლის მიზანია გლობალური თანამშრომლობის გაღრმავება, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება და პროფესიული სტანდარტების განვითარება.


პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია (IAP) მსოფლიოს 180 ქვეყნის 183-ზე მეტ უწყებას, ასევე ინდივიდუალურ წევრ პროკურორებს აერთიანებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031