გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს პროკურატურამ ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

15-09-2025

საქართველოს პროკურატურამ ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა.


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა, სხვა ადმინისტრაციულ ერთეულიდან შეძენილი დაურეგისტრირებელი საქონლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის სანაცვლოდ, მოქალაქეს სხვადასხვა დროს ქრთამის სახით მოთხოვა და გამოართვა ჯამში 650 ლარი.


სამართალდამცველებმა გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად , ქრთამის სახით აღებული თანხის ნაწილი ამოიღეს.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილით (ქრთამის აღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031